გოგელიას კლინიკასთან ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უწყებამ უნდა დაადგინოს თაღლითური სქემა, რომლის მიხედვითაც, კლინიკამ მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად, სავარაუდოდ, სხვა ნივთიერებით აცრა.
რომ მივიყვანე ბავშვი, მოვითხოვე ოფიციალურად დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ყუთი ან შესყიდვის ორდერი, რომ ბავშვს გაუკეთეს ფრანგული ვაქცინა. რა თქმა უნდა დაიბნა ვინმე გიორგი ჩანდლერი, მეუბნება, რომ არ აქვს, სხვა პარტია ჩამოვიდა, რომელიც არ არის დაბრენდილი. ეჭვი ავიღე, რომ საქმე მქონდა თაღლითურ დაჯგუფებასთან. შევედით მე და ჩემი მეუღლე და ვკითხეთ, რითი ამიცერით ბავშვი. აღიარა, ვარ მოსაკლავიო, კი ბატონოო, არაფერი შემომიტანია კომერციულად, ყველა ავცერი C ვიტამინითო”, – ამბობს “მედ სითის” დამფუძნებელი თათა დვალიშვილი
კომენტარები