ჟურნალისტი, ნათია ბერიძე:
“რაღაც კვლევებს ვიტარებ და ეს კომპლექსური ანალიზები რაც ექიმმა დამინიშნა ერთ კლინიკაში (სადაც ექიმთან მივედი ) 200 ლარი ღირდა.
თავად მითხრა შეგიძლია სხვა კლინიკაში წახვიდე (ნაცნობი ხარ იმიტომ
გასაწავლიო) იქ უფრო იაფი ღირსო და თანაც იმათ ანალიზებს ვენდობიო.
მეგონა 20-30 ლარის სხვაობას მომცემდა და ცნობისმოყვარეობის გამო მაინც გადავამოწმე. ხოდა დღეს ჩავაბარე ეს ანალიზები ამ “სხვა” კლინიკაში და ჯამში 77 ლარი გადამახდევინეს.
ანუ 123 ლარით ნაკლები.
ამ დროს ვისაც ასე კეთილი და ნაცნობი ექიმი არ ხვდება რა უნდა ქნას?! ვისაც საშუალება არ აქვს მერე ამ გაბერილი ფასების გადახდის და არ იცის რომ სხვაგან ადამიანური ფასებია რას იზამს?! ეს კერძო კლინიკები არიან ყაჩაღები!”
კომენტარები