ადამიანმა, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, ექიმს ქვეყანაში შემოსვლიდან მეორე დღეს მიმართა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში შემოვიდა ჩრდილოეთ იტალიიდან და ამ დროს სიმპტომები არ ჰქონია. თუმცა, სიმპტომები გამოუვლინდა მეორე დღეს და მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს.
გამყრელიძის თქმით, მოქალაქესთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ცნობილია რომ შესაბამისი უწყებები ამ ეტაპზე ეპიდკონტაქტებს იკვლევენ, ანუ ეძებენ ადამიანებს, ვისთანაც, შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონოდა, იქნება ეს ფრენის დროს, აეროპორტში, სახლში თუ სხვა.
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები