ექს-პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი ბიძინა ივანშვილის დეიდაშვილთან ახლო ნაცნობობას ადასტურებს.
უჩა მამაცაშვილთან კავშირებზე საუბარი ზურაბ ნოღაიდელს სხდომათა დარბაზში მოუწია.
ის მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დღეს მოსამართლის კითხვებს პასუხობდა.
ნოღაიდელმა, უჩა მამაცაშვილთან ბიზნეს-კავშირები უარყო.
“უჩა მამაცაშვილს ვიცნობ, თუმცა საქმიანი ურთიერთობა არ მქონია, ბოლოს გასვენებაში ვნახე. მას საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია ჩემს კომპანიასთან არასდროს,.“ – განაცხადა ნოღაიდელმა.
ყოფილი პრემიერი სასამართლო დარბაზში დასმული შეკითხვების გამო რამდენჯერმე გაღიზიანდა და თქვა, რომ შუამავლების დახმარება არ სჭირდება, რადგან ყველაზე იაფად ელექტროენერგია მის კომპანიას შემოაქვს.
თუმცა ნოღაიდელი-მამაცაშვილის საერთო ბიზნეს ინეტრესებზე საუბრობს არაერთი ჟურნალისტი, ჟურნლისტურ გამოძიებაში, კერძოდ, ჩნდება ეჭვი, რომ ნოღაიდელი-მამაცაშვილის კომპანიას აზებაიჯანიდან ელექტროენერგია საქართველოში გარკვეული კორუფციული გარიგების გზით შემოჰქონდათ.
კომენტარები