• რეკლამა
  • კონტაქტი
10:05, კვირა, 1 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ექს პრემიერის სასახლე – მცხეთაში 1 კვ.მ. მიწა – 60 თეთრად – ვის და რა ფასად უთმობენ სახელმწიფო მიწებს? – მედია

ალია ავტორი - ალია
21:30 12-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
644

ტვ პირველის ცნობით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის, მამუკა ბახტაძის ოჯახი მცხეთაში, ოთხ სართულიან სასახლეს იშენებს. 

ირკვევა, რომ ბახტაძეების მშენებარე რეზიდენცია, მცხეთის ყველაზე მაღალი წერტილის, ყველაზე მაღალი შენობაა, ბოლო სართული კი უფრო მაღლაა ვიდრე ჯვრის მონასტერი. ამ მშენებარე სასახლის ოფიციალური მფლობელი, ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის ძმაა, თუმცა “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, უზარმაზარი ნაგებობა, პოსტიდან წასული მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის შენდება. 

ბახტაძის ახალი, ოთხსართულიანი სასახლე უკვე 12 მეტრის სიმაღლისაა, ბოლო, მეხუთე სართული სავარაუდოდ ღია ვერანდას დაეთმობა. სასახლის ასაშენებლად, მოჭრეს მთის ბორცვი.

როგორ აღმოჩნდა ეს ფართობი, სატახტო ქალაქში ექს პრემიერის ოჯახის ხელში? 

  • 610 და 199 კვადრატული მეტრი ფართობის 2 მიწის ნაკვეთი პრემიერის ძმამ 2016 წელს დაიკანონა. საჯარო რეესტრში დაცული, კანონიერი ძალის მქონე დოკუმენტების გაცნობის შედეგად დგინდება, რომ 2016 წლამდე აღნიშნულ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს კუთვნილება იყო.

იყო თუ არა მიწების დაკანონების პროცესში, გადამწყვეტი მამუკა ბახტაძის ჩარევა და გავლენები?! როგორ მოახერხა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმამ ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალაქში, სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიის საკუთარ სახელზე გაფორმება?!  – ამ კითხვებს მცხეთის მერია არ პასუხობს.

იმ 2 მიწის ნაკვეთის გარდა, სადაც ახლა ექს პრემიერის ოჯახის სასახლე შენდება, ბახტაძეებს, სახელმწიფომ დამატებით, მიწის კიდევ უფრო დიდი ფართობიც გადასცა.  სასახლეს სჭირდებოდა ეზო,  ქონების მართვის სააგენტომ მცხეთის მთის ბორცვის ნაწილი მამუკა ბახტაძის ძმას 35 წლით გადასცა.   ქონების მართვის სააგენტოს, რატომღაც სწორედ მაშინ მოუნდა მიწის იჯარით გაცემა, როდესაც ბახტაძემ სასახლის მშენებლობა გადაწყვიტა. იჯარით გასაცემად კი სწორედ ის ნაკვეთი გამოიტანა, რომელიც ამ ახლადაშენებულ სასახლეს ემიჯნებოდა.

დოკუმენტების მიხედვით, ოთხ სართულიანი სასახლე დგას მიწაზე, რომელიც მიწის აღიარების კომისიამ, ბახტაძის ძმას გაუფორმა. ეზო, რომელიც აღარ რჩებოდა, ბახტაძეებს აუქციონის დახმარებით გადასცეს. 1590 კვადრატული ტერიტორია ექს პრემიერის ძმას სახელმწიფომ 35 წლით ათხოვა.

2021 წელს როდესაც პრემიერი უკვე ირაკლი ღარიბაშვილი იყო, ქონების მართვის სააგენტომ, სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ექს პრემიერის ძმას წელიწადში 13 ათას ლარად გადასცა. ეს იმას ნიშნავს, რომ მცხეთაში, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ტერიტორიაზე, კვადრატულ მეტრში, ექსპრემიერი, თვეში დაახლოებით 60 თეთრს გადაიხდის.

თეგები: მამუკა ბახტაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

17:40 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved