“ალიას” ექსკლუზიურად მოგვაწოდეს შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები, კერძოდ, პირველადი დათვალიერების ოქმი.
ოქმში დაწვრილებითაა ახსნილი, სად იქნა 19 წლის ფეხბურთელის სხეული ნაპოვნი და სასამართლო ექსპერტს, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა აღწერილი აქვს გარეგანი დაზიანებები.
დავიწყოთ ოქმის შემდგენებით:
ოქმის შემდგენლია დუშეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მიერ და ოქმის შედგენას ხელს აწერს ექსპერტი და სამი მყვითავი.
გვამის აღმოჩენის ადგილი:


როგორც ვკითხულობ, ცხედარი იყო ჩამხობილი წყალში და მას მხოლოდ ზურგი უჩანდა…
მას შემდეგ რაც მყვინთავებმა გვამი ამოიყვანეს ნაპირზე, სასამართლო ექსპერტი გარეგან დაზიანებებს აღწერს, იწყებს ჩაცმულობით, აღწერს ყელზე ჩამოკიდებულ ჯაჭვს და ჯვარს, წერს რა მდგომარეობაში იყო მისი თვალი, პირი, ამოწმებს ენას, როგორც ოქმში წერია:
“გამოხატულია ე.წ. მრეცხავის ხელები და სიკვდილის წინდები, გვამის სახე, გულმკერდი და ორივე ზედა კიდური დაფარულია მომღვრიო, მომწვანო, მორუხო ფერის ლპობის ბადით, გვამური გაშეშება გამოხატულია… გვამს ქვედა ტუჩის მიდამოში, მარჯვნივ აღენიშნება მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა. გვამს გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებზე მექანიკური დაზიანებების ნიშნები არ აღენიშნება”


“ალია” დაუკავშირდა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს და ვკითხეთ მას ამ დათვალიერების ოქმზე:
-ეს არ არის ექსპერტიზის პასუხი, ხომ იცი?
-კი, ვიცი, ეს არის პირველადი, გარეგანი დათვალიერება, რომელიც განხორციელდა ზედმეტი ჩარევის, მათ შორის ტანსაცმლის გახდის გარეშე, დიდი ალბათობით, სახეზე შეეხო სასამართლო ექსპერტი და კიდურებზე.
-დიახ.
-წერს რომ ერთი დაზიანება აღენიშნება ტუჩის კუთხეში…
-დაზიანებები ქონდა სახეზეც და ტანზეც… რა ტიპის და როდისაა მიყენებული, მაგას ექსპერტიზის დასკვნამდე ვერ გავიგებთ. დასკვნა ერთ კვირაში იქნება.
-ოჯახის დაქირავებულმა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა გუშინ განაცხადა რომ გიორგის არც თავის ქალის ჩატეხილობა არა აქვს და არც სხეულზე აქვს ძველბის მოტეხილობა…
-კი, ასეა…
-რატომ აგვიანდება ასე ექსპერტიზის პასუხს ასფექსიის დადგენის ან გამორიცხვის ნაწილში?
-ერთად მოვა ყველა პასუხი, ასე ხდება ხოლმე.
-პროკურატურას შეეძლო ცალ-ცალკე გაეგზავნა მოთხოვნა და პასუხებიც ნაწილ-ნაწილ მოვიდოდა, დროის სხვადასხვა შუალედში.
-ვერ გეტყვით, ვიცი, რომ ერთად გაიგზავნა ყველა კითხვა და ველოდებით პასუხს. სხვას დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, ბევრ რამეს ვერ გეუბნებით ჯერ, ვერ გიყვებით ყველაფერს რაც ვიცი, იმიტომ რომ მე ერთი რამით ვარ დაკავებული – ვეძებ გიორგის დანაშაულში მონაწილე პირებს.
-გგონიათ, რომ დაკავებულნი არ არიან მონაწილე პირები?
-შეიძლება დაკავებულთა შორისაც აღმოჩნდნენ
-და შეიძლება, არა?
-ამას ჩემთვის დავიტოვებ ჯერ, როგორც კი დავადგენ, გეტყვით!
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები