მოსამართლეები გორში, რესტორან “ჭაშნაგირში” ქეიფობენ და ამბობენ, რომ მოსამართლის დღეს აღნიშნავენ. რესტორანში იმყოფება ამერიკის მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძე და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე.
“დამშვიდდით, გილოცავთ დღევანდელ დღეს, მრავალს დაესწარით”, – უთხრა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტს.
“საქმე იხილება უზენაეს სასამართლოში და დაველოდოთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამიტომ ყველა ვინც მათ შორის აშშ-ის ელჩი, რომელიც გამოდის და ბრძანებს, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიაჩნია უკანონოდ თუ ასე შემდეგ, დაუსაბუთებლად, ეს არის ზუსტად ყველაფერი პრინციპების დარღვევა, აქედან გამომდინარე, მე ყველას მოვუწოდებ, რომ სანამ საქმე იხილება სასამართლოში, ყველამ თავი შეიკავოს მოცემულ და სხვა საქმესთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვისგან”, – თქვა მურუსიძემ.
“ექსკურსიაზე ვართ” – უთხრა “მთავარი არხის” ჟურნალისტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძემ.
“თქვენ მესაუბრებით საქმეზე, რომელიც ამ ეტაპზე უზენაეს სასამართლოში იმყოფება, რითი არის პოლიტპატიმარი. თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მეტყვიან, რომ სამართლებრივად პრობლემა არის რომელიმე საქმესთან მიმართებაში, მაშინ დისკუსიაში შემოვალ, სხვა შემთხვევაში ვერ ვაღიარებ იმას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან”, – თქვა ქადაგიძემ ნიკა გვარამიას საქმეზე.
წყარო მთავარი არხი
კომენტარები