დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე იმ დამატებით დაზიანებებს აღწერს, რომლიც პროზექტურაში აღმოაჩინეს.
ირკვევა, რომ სახის ჩამსხვრეული ძვლის ფრაგმენტები სასუნთქ გზებში იყო მიმომფანტული, ჰაიმორის წიაღში ჩაღვრილი იყო სისხლი და მიდიოდა რბილი ქსოვილების ანთებითი პროცესი.
ახალა ექსპერტთა ჯგუფმა უნდა დაადგინოს, რა როლი ითამაშა ლექსოს სიკვდილში ამ მძიმე დაზიანებებმა.
ალექსანდრე გეჯაძე, რომელმაც ლაშქარავას ცხედარს დამოუკიდებელი კვლევა ჩაუტარა, “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ახლა ჯერი საბოლოო დასკვნაზეა. ექსპერტი ამბობს, რომ საჭიროა ვიწრო პროფილის სპეციალისტების ჩართვა კვლევის პროცესში.
მაღალი ალბათობით საჭირო გახდება ვიწრო პროფილის სპეციალისტების ჩართვა კვლევის პროცესში. როგორც ნარკოლოგიური მიმართულებით, ასევე ტრამვების მიმართულებითაც. შემდეგ ერთობლივი მსჯელობის ფორმატში დაიდება დასკვნა სიკვდილის მიზეზზე და მის მიზეზობრივ-შედეგობრივ კავშირზე მიღებულ ტრამვასთან – აცხადებს ალექსანდრე გეჯაძე.
კიდევ ერთი საეჭვო გარემოება ლაშქარავას საქმეში – მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ სასწრაფოდ, ათეულობით პოლიციელის მობილიზებით, პირდაპირი გაგებით, სირბილით წაიღო ცხედარი და დედა ააგლიჯა ხელიდან, 4 საათის მანძილზე ცხედართან ახლოს არ მიუშვეს ადვოკატი და ექსპერტი. შესაბამისას, ისინი თვლიან, რომ არ არის გამორიცხული, სხეულზე რაიმე სახის მანიპულაცია ამ 4 საათში მოხდა. ამ ეჭვს ლაშქარავას ოჯახის უფლებადანცველებს სწორედ ის გარემოება უმყარებს, რომ ცხედართან წვდომა პოლიციამ ადვოკატებსა და ექსპერტებს არ მისცა.
საეჭვოა სისწრაფეც, რომელსაც სამხარაულის ექსპერტიზა იჩენს, ქიმიური ექსპერტიზის პასუხი 24 საათში მიეწოდებინოს გამოძიებისთვის, მსგავსი შემთხვევა თითქმის არ ყოფილა, როგორც “ალიასთან” ადვოკატები და ექსპერტები განმარტავენ.
საქმის მასალები ლაშქარავას ოჯახის ადვოკატს ჯერ არ გადაცემია.
კომენტარები