დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ახალციხეში მომხდარი ფაქტის შესასწავლად საქართველოში „ასტრაზენეკას“ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.
„ამ ტიპის ფატალური გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს დადგენილი წესი, შვედეთში არსებობს წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრი და იქ ამას აგზავნის რეგულირების სააგენტო. ასევე, როდესაც დასრულდება გამოძიება, ეცნობება „ასტრაზენეკას“, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც. თავდაპირელად მიდის მოკლე „რეპორტი“, შემდეგ კი უფრო გაფართოვებული. მათი წარმომადგენლები ჩადიან ხოლმე და ადგილზე სწავლობენ ვითარებას და ეს ამ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული, იმიტომ, რომ თვითონ კომპანიაც და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც დაინტერესებულია, რომ ვითარება იყოს გარკვეული და ცნობილი“,- განაცხადა გამყრელიძემ.
და თუ მართლა ანაფილაქსიური შოკი იყო, რატომ უნდა ჩამოვიდეს ვაქცინის წარმომადგენელი? იმ შემთხვევაში თუ დადგინდა, რომ ჯანდაცვის სისტემის არადროული ან არასწორი მოქმედების შედეგია მეგის გარდაცვალება, როგორ ფიქრობთ, ისევ მოგვცემენ ქვეყანას ვაქცინას? – ამ საკითხე ამირან გამყრელიძე არ საუბრობს.
კომენტარები