ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა მათგანის წყარო უკვე ვიცით. მათგან 2 ბოლნისის კლასტერიდანაა, 2 – ზუგდიდიდან, 2 კი საკარანტონო სივრციდან, – ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს დღეს ინფექციურ საავადმყოფოსთან გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.
საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია 5083 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 505. ინფექციას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები