პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა:
“კარგად გაიხსენონ, როგორი იყო საქართველოს როლი ავღანეთში ომის დროს, საქართველომ ავღანეთში გერმანელებზე ნაკლები როლი შეასრულა? ეს ამბავი დაავიწყდათ? ევროკავშირმა საქართველოში ერთი სერიოზული ინვესტიცია განახორციელოს – არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ეკონომიკა არსებობს. სამხედრო პროექტები, რაც კეთდებოდა, კეთდებოდა იმისთვის, რომ ისევ ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში მომსახურებოდა მათ ინტერესებს, როდესაც იქ თავიანთი ჯარის გაგზავნა ეზარებოდათ. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. საკუთარი ჯარისკაცის გაგზავნა ათჯერ ძვირი უჯდებათ და ამიტომ ქართველი ჯარისკაცის გაგზავნა უღირდათ“
ქადაგიშვილი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელ „X“ -ზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ფიშერი წერს: „სამწუხაროდ, საქართველოს ახლანდელი პოლიტიკა გერმანიისთვის შემაშფოთებელია და საქართველოში ზოგიერთი მსხვილი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია“.
კომენტარები