საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ერაყში განხორციელდება სპეცრეისი, რომლითაც ერბილში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში ჩამოასვენებენ.
„აჭარის მთავრობასთან ერთად, მჭიდრო კოორდინაციაში ვმუშაობთ ერბილში, ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების მიმართულებით. მინდა, საზოგადოებას ვაუწყო, რომ განხორციელდება სპეცრეისი. გამომდინარე იქიდან, რომ სახმელეთო გზით ძალიან გართულებულია გადაადგილება და ქვეყნებს დაკეტილი აქვთ საზღვრები, მივიღეთ გადაწყვეტილება აჭარის მთავრობასთან ერთად, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქე ჩამოვასვენოთ სპეცრეისით. ასევე, დაბრუნდებიან მისი ახლობლები, ნათესავები და ის ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ ერბილიდან სამშობლოში დაბრუნებას“
კომენტარები