საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“თურქეთი ყოველთვის გამოდიოდა ყირიმელი თათრების დამცველის პოზიციაზე, მაგრამ პრეზიდენტი ერდოღანის განცხადება ძალიან ნიშანდობლივი, ღია და მკაცრი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. იმ ფონზე, რომ რუსული საოკუპაციო ძალა აქტიურად დევნის თათრებს ყირიმში, ერდოღანმა განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინის განუყოფელი ნაწილია, ასე იყო და რომ ეს საკითხი არ გადაიხედება. ხოლო რუსეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თათრული მოსახლეობის დევნა და გამოუშვას ყველა დაკავებული. ამ ფონზე დღეს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ახალი რეიდი წამოიწყეს ბახჩისარაიში თათრების წინააღმდეგ. ისინი ამით, გარდა თათრების დევნისა, თურქეთს ძალას აჩვენებენ.”
კომენტარები