თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მრჩეველმა მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა საბერძნეთთან დაკავშირებით, რა დროსაც აღნიშნა, რომ თურქეთი აუცილებლად სამაგიეროს გადაუხდის ოფიციალურ ათენს, თუ ისინი შეეცდებიან ხმელთაშუა ზღვის ნაწილის ჩაკეტვას.
თურქი მაღალჩინოსნის განცხადებით, თუ ბერძენთა მხრიდან ტანკერების მუშაობის ხელშეშლა მოხდება, რომლებიც ოპერირებენ ლიბიის ხელისუფლებასთან შეთანხმების შემდეგ, აუცილებლად მიიღებენ ადეკვატურ ზომებს.
„თავდასხმა სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ტანკერზე იქნება თავდასხმა უშუალოდ სახელმწიფოზე“. რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის მაღალჩინოსნებმა გააფრთხილეს თურქები, რომ თუ კუნძული კრეტას სიახლოვეს განხორციელდება საბურღი სამუშაოები, ოფიციალური ათენის მხრიდან აუცილებლად იქნება ძალისმიერი პასუხები.
„ თურქული დროშის ქვეშ მცურავ ხომალდზე თავდასხმა აღქმული იქნება როგორც ომის დაწყების საბაბად“- განაცხადა მესუთ ჰაკი ქასინმა.
ერდოღანის მრჩეველმა ისაუბრა აგრეთვე საკამათო საზღვაო შეთანხმებაზე, რომელიც გაფორმდა ოფიციალური ტრიპოლის მთავრობასთან გასულ წელს. შეთანხმების შედეგად თურქეთს უფლება მიეცა 200 მილის საზღვაო სივრციდან მოახდინოს გაზის მოპოვება – აღნიშნულმა საკითხმა კი გაამწვავა არსებული უთანხოება თურქეთსა და საბერძნეთს შორის.
კომენტარები