თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩრდილოეთ სირიაში ახალი ანტიტერორისტული ოპერაცია დააანონსა. ინფორმაციას ამაზე, რამდენიმე საერთაშორისო მედია ავრცელებს.
“ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ ჩვენი სამხრეთ საზღვრის გასწვრივ 30 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის მოწყობაში. ჩვენ გავასუფთავებთ ტალ რიფატს და მანბიჯს”,-თქვა მან.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ისინი სხვა რეგიონში “ეტაპობრივად გადავლენ”.
ფრანგული გამოცემა France 24 წერს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, თურქეთის ლიდერი ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებით იმუქრება.
მის სამიზნეშია ასევე სახალხო დაცვის ქვედანაყოფები (YPG), სირიულ-ქურთული დაჯგუფება, რომელსაც თურქეთი PKK-ს ნაწილად მიიჩნევს.
“ჩვენ ვნახავთ, ვინ უჭერს მხარს თურქეთის მიერ განხორციელებულ ლეგიტიმურ უსაფრთხოების ოპერაციებს და ვინ ცდილობს შეეწინააღმდეგოს მათ”,- თქვა ერდოღანმა.
კომენტარები