“საქართველოს მეფეები” – ასე ჰქვია საქართველოს ეროვნული ბანკის ახალ საკოლექციო მონეტების სერიას. პირველი მონეტა 2020 წელს გამოვა და ერეკლე მეორეს მოღვაწეობას მიეძღვნება. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად ღია კონკურსს აცხადებს.
კონკურსის პირობების მიხედვით, ორივე მონეტას ერთნაირი დიზაინი უნდა ჰქონდეს და შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
- ვალუტის დასახელება ქართულ ენაზე და ნომინალურ ღირებულებას „5 ლარი“
- ქვეყნის დასახელება ორივე, ქართულ და ინგლისურ ენაზე – „საქართველო“/”Georgia”
- გამოშვების წელი – 2020
საკონკურსო განაცხადები 20 მარტის ჩათვლით მიიღება.
კომენტარები