თარაშ კანდელაკის საქმეზე გორში წინასასამართლო სხდომა ჩატარდა. “ნიუპოსტის” ცნობით, განხილვის შედეგად მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები დასაშვებად ცნეს. პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა გორის რაიონულ სასამართლოს თარაშ კანდელაკის პატიმრობაში დატოვების შესახებ შუამდგომლობით მიმართა, მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი დისტანციურად ჩატარდა, თავად ბრალდებულმა დუმილის უფლებას იყენებს.
პროკურორის ინფორმაციით ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ცალკე გამოძიება დაიწყო, იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთა რომ კანდელაკის მიერ მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია გარდაცვალება, შესაძლოა კვალიფიკაცია შეიცვალოს.
დაცვის მხარე ამტკიცებს რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები რომ თარაშ კანდელაკის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთი დაზიანებების მიყენებას რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩხუბის გასაშველებლად მივიდა და მას განზრახვა ან კონფლიქტი დაზარალებულთან არ ჰქონდა. საქმეზე არსებითი განხილვა 28სექტემბერს ჩაინიშნა.
კომენტარები