საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კიდევ ერთი თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას:
„ე.წ. თომა სალოსი, იგივე თომა ბეთანელი. საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს ე.წ. თომა სალოსის, იგივე თომა ბეთანელისა და მისი საქმიანობის შესახებ.
საქართველოს საპატრიარქოში არსებული შესაბამისი სამსახურების მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნების ნამდვილი სახელი და გვარია გურამ ბეთეშვილი. იგი არ ირიცხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო დასში, არასოდეს ყოფილა ხელდასხმული დიაკვნად და მღვდლად, არც აღკვეცილა მონაზვნად.
ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ზემოაღნიშნული პიროვნების მიერ ნებისმიერი სამღვდელო წესის შესრულება და საეკლესიო საიდუმლოების იმიტაცია წარმოადგენს მართლმორწმუნე საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დამაბრკოლებელ ქმედებას, მკრეხელურ თვითნებობას და მძიმე საეკლესიო დანაშაულს“
კომენტარები