თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი:
“გასაგებია, რომ აწ უკვე დიდი ხნის ტრადიციაა, მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ ეპისკოპოსსა და მღვდელს მეუფეოსა და მამაოს ნაცვლად – ძმაოთი მივმართოთ? მაგალითად ძმაო დავით, ძმაო ანტონ და ა.შ. რატომ უნდა ვუწოდო მამა სასულიერო პირს? ქრისტეში გვბადებს ჩვენი ნება, თავად სულიწმინდის მადლი და არა ვიღაც ანაფორიანი ინსტრუმენტი. მე პირადად საერთოდ არ ვთვლი საჭიროდ მღვდლისგან და ეპისკოპოსისგან რჩევის მიღებას, არაიმიტომ რომ უბრალოდ უცოდინარი მღვდლები გვყავს, არამედ იმის გამო რომ მათ გარეშეც უამრავი წყაროა, საიდანაც ქრისტიანობას ვისწავლი: ბიბლია, პატრისტიკული მემკვიდრეობა და ა.შ. ამიტომ თუ ვინმე მღვდელს უნდა რამე გვასწავლოს, ადგეს და საქმით მოგვცეს პირადი მაგალითი სულიერი ცხოვრებისა! დანარჩენი პათეტიკა, ძალაუფლებით ტკბობა, ლირიკა და ხიბლია, და მეტი არაფერი!
“მოძღვრის ყოლის” ინსტიტუტი ერში იმგვარი გაგებით, როგორადაც ეს ესმით “მამაოებზე” ჩამოკიდებულ პალეოლითის ხანის გადმონაშთებს, არის სრული ანაქრონიზმი, მონობა და უპასუხისმგებლობა.
არაფრით ერისკაცის ტვინზე მეტი არაა მღვდლის ტვინი! ქიროტონია მაგია არაა რომ ცვლიდეს ცნობიერს! არც სულიწმინდაა “რედბული” რომ ჯანზე მოყავდე შენი ნების გარეშე!”
კომენტარები