პედაგოგი, ია ძირკვაძე:
“ბევრი ვიმსჯელეთ თუ ცოტა, ერმა დავასკვენით, რომ დამნაშავეა დედა, რომელმაც გაბედა და პირადი ცხოვრება ჰქონდა.
დედებო, მამებო, ბებიებო, ბაბუებო, მასწავლებლებო, ექიმებო,ნათესავებო, მეზობლებო… გემუდარებით, ასწავლეთ შვილებს (ბავშვებს), რომ ქალი არის ზუსტად ისეთივე სულიერი არსება, როგორიც მამაკაცი და მას აქვს პირადი ცხოვრების ქონის ზუსტად ისეთი უფლება, როგორიც მამაკაცს. ასწავლეთ შვილებს, თორემ ასე გადავშენდებით, გადავგვარდებით, აღარ ვიარსებებთ.”
კომენტარები