საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, თელავის საკრებულოს წევრის მიერ, ნაციონალური მოძრაობის დატოვებას ეხმაურება და წერს:
„ნაცმოძრაობის“ შიგნით არის რამდენიმე დაჯგუფება. გარდა ამისა, მათი ფორმალური თავმჯდომარე არის ძალიან სუსტი და აქვთ იმედი, რომ რაღაცნაირად მოახერხებენ მისი პოზიციების შერყევას. შესაბამისად, ეს ბრძოლა გრძელდება და ეს ძალიან კარგია. რაც უფრო მეტად გაღვივდება ასეთი დაპირისპირებები, მით უფრო დაიკლებს ამ პარტიის რეიტინგი. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, ეროვნული ამოცანაა, რომ საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც რისკფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის. ასე რომ, ძალიან კარგი მიმართულებით წარიმართება ეს პროცესები“.
კომენტარები