ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაციის ვადა დღეს სრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსურველები რეგისტრაციას დღეს, საღამოს 18:00 საათის შემდეგ ვეღარ შეძლებენ.
2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვალა ფორმა №100-ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარდგენის ვადა. თუ აპლიკანტს გამოცდაზე ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა ცენტრში დღეის ნაცვლად, 1 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარადგინოს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში ასევე განმარტავენ, რომ ცენტრი განაგრძობს ღია კარის დღეების ონლაინ რეჟიმში გამართვას და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00-იდან 16:00 საათამდე შეუძლიათ.
კომენტარები