მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, რაც მათი მხრიდან ყველაზე მსხვილი ინტერვენციაა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2334 შეადგინა.
„2020 წლის 2 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2439 შეადგინა“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები