ეკონომისტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს:
,,ერს, რომელსაც ერთჯერადი დახმარება უხარია, ეკონომიკურად ძლიერი ვერასოდეს იქნება.
რამდენჯერ მითქვამს, საერთოდ გავაუქმებდი ერთჯერად დახმარებებს (გარდა ჯანმრთელობის პრობლემა ვისაც აქვთ, შშმ – პირებისა და მარტოხელა პენსიონერებისთვის, მარტოხელა დედებზეც შეიძლება, ნუ ეს სიაც საკმაოდ განსახილველია) და ამ თანხებით შევქმნიდი ფონდს, საიდანაც მოხდებოდა კონკრეტულ რეგონებში საწარმოების შექმნა (მაგალითად გურიაში სხვა სახის საწარმო იქნებოდა, სამეგრელოში – სხვა და ა.შ). საწარმოში საჭირო კადრებისთვის შექმნილ ვაკანსიებს საზოგადოებაში ოფიციალურად დავარიგებდი (შეთავაზების ფორმით) და ვინც უარს იტყოდა, ისიც დაფიქსირდებოდა ოფიციალურად სტატუსით (არ სურს მუშაობა). . . .
ამით, ბიუჯეტის სწორ ხარჯვას ვისწავლიდით, უმუშევართა ზედმეტ ამბიციას ჩავკლავდით და ვისაც სურს მუშაობა იმათი დასაქმებისა და ოჯახში შემოსავლის გაზრდასაც მოვაგვარებდით. . . .
130 ლარიანი დახმარების გამო, რომ სხვა შემოსავალს მალავენ ან საერთოდ 400 ლარიან სამსახურზეც რომ უარს იძახიან, ის ხალხიც ნელ-ნელა ხელის გაშვერას გადაეჩვეოდა და ,,მეტი საქმე არ მაქვს ახლა 400 ლარის გამო სახლიდან გავიდე” მიდგომებიც გაქრებოდა.
ასევე, მივიღებდი კანონს, რომელიც დაავალდებულებდა მიწის ნაკვეთების მეპატრონეებს, რომ დაემუშავებინათ თავიანთი მიწები და ესა თუ ის პროდუქტი მოეყვანათ და ყველას, ვისაც ბოლო 3 წლის განმავლობაში მიწაზე თითი არ დაუკარებიათ, ჩამოვართმევდი და გადავცემდი იმათ, ვინც მართლაც ამუშავებს და დოვლათს ჰქმნის. . . .
ეს და კიდევ უამრავ რამეს შევცვლიდი, რომელიც უაზრო ამბიციის ნაცვლად, რეალურად ხელის განძრევას დაგვაწყებინებდა. . .
სწორედ ეს პრობლემები რომ იქნებოდა დალაგებული, (ანუ პრობლემები, რომელიც ჩვენში უფროა და არა რაიმეს ან ვინმეს მართვაში), ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა ყველას ჯიბეში არსებული თანხის ზრდასაც გამოიწვევდა და როდესაც ჩვენი ჯიბეები იქნებოდა სავსე, აფხაზი და ოსი ძმები თავისით დაიწყებდნენ იმისთვის ბრძოლას, რომ ყოფილიყვნენ ჩვენთან და არა რუსეთზე დამოკიდებულნი. . .
მოკლედ: როდესაც ხელის გაწვდომა უფრო მიმზდიდველია ვიდრე – თუნდაც დაბალ ანაზღაურებითი სამსახური, არაფერი გვეშველება და არც სხვას ექნება სურვილი იყოს შენ- თან და შენ-თვის!!!”
კომენტარები