ჟურნალისტი, ქეთი ლომაია:
“ახლა ვნახე ბათუმში მომხდარი ინციდენტი მოზარდებ გოგონებს შორის (აი აქ გენდერული თანასწორობის მომხრეები არ გამოხტეთ ახლა თქვენი “წვეტიანი” იდეებით, რაც არ უნდა იყვიროთ ქალური საწყისები გაცილებით სენსიტიურია).
მიუხედავად იმისა, რომ ის ე.წ. ბავშვებიც სათანადოთ დასასჯელები არიან, მე მაინც მშობლებს მოვკითხავდი და იმ იდიოტურ რიტორიკას, შენიშვნა არ უნდა მისცე, არ უნდა დასაჯო, ბავშვთა უფლებები და ა.შ. ძაან ცუდად ესმის უმეტესობას ეს უფლებები. როგორც პრაქტიკამ აჩვენა და კიდევ ბავშვის გაზრდა, მხოლოდ მის ჭამა-ჩაცმა-დასვენებას არ ნიშნავს.
ერთ 20 წელიწადში მივიღებთ სადისტებს, ამიტომ მეტი ყურადღება დაუთმეთ, რით სუნთქავენ ეს ბავშვები, როგორი დამოკიდებულება აქვთ სამყაროს მიმართ, რას უყურებენ, რას კითხულობენ, რა წრეში ტრიალებენ, რა დამოკიდებულება აქვთ ცხოველების მიმართ და საერთოთ ნებისმიერ წვრილმანს. უკეთესს ვერაფერს გავაკეთებთ მგონი!”
კომენტარები