შეიძლება ძალიან გაგიკვირდეთ, მაგრამ მე მაინც და მაინც კმაყოფილი [არ ვარ] გორბის კვლევის შედეგებით… ჩემი პირველი რეაქცია, როდესაც გორბის კვლევა ვნახე იყო ის, რომ ამდენმა აგენტურულმა პარტიამ ბარიერი ვერ უნდა გადალახოს, ეს იქნება კატასტროფა, პირდაპირ გეუბნებით და ერთ დეტალს გაგიმხელთ, ბევრ კვლევაში ამოდის ხოლმე, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლის 80% არის მოტივირებული, რომ არჩევნებზე მივიდეს. 20% ძალიან ბევრჯერ ამოდის ხოლმე, რომ არჩევნებზე არ მიდის, ანუ ყოველი მეხუთე ქართული ოცნების ამომრჩეველი შეიძლება არჩევნებზე არ მივიდეს. ეს ცალკე კატასტროფა იქნება და ამას ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
ჩვენ კი ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის რესურსი გვაქვს, მაგრამ ამ შანს მოკლავს ყოველ მეხუთე ამომრჩევლის არჩევნებზე არ მისვლა. ამიტომ, ქუდზე კაცი უნდა მივიდეს და ეს უზრუნველყოფს, რომ იმ პარტიებს, რომლებიც ეპოტინებიან ახლა საარჩევნო ბარიერს შანსი გამოეცლებათ, რომ ბარიერი გადალახონ და ჩვენ შანსი მოგვეცემა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ და მაგალითად, ლგბტ პროპაგანდის კანონი კი არ მივიღოთ მარტო, არამედ კონსტიტუციითაც გავამყაროთ ეს ყველაფერი.
კომენტარები