,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
,,ხეებს ფესვებიანად მაინც გადარგავსხოლმე, ნაზად და გულისხმიერად, და ამათ რანაირად მიადღლიზ–მოადღლიზა ფესვთა სისტემა. რაც ღარიბაშვილმა ოფლი ღვარა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში რეალურად ფესვები გაედგა, და ანალოგიურად კობახიძემ, რომ პარტიაში მყარად ყოფილიყო ფესვგადგმული, და ერთ დღეში შრომა წყალში ჩაუყარა ბ–ნმა ბიძინმა, ისე ამოდღლიზა და გადარგ–გადმორგო, რომ ორივე ფაქტიურად ჰაერში კიდიან ახალ ადგილზე, ყოველგვარი საყრდენის და საფუძვლის გარეშე.”
კომენტარები