გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე:
„რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვხვდები, რატომ უფრთხოდნენ პოლიტიკური პარტიები მამაჩემს და რატომ იყო ბრძოლაში ყოველთვის მარტო. აქ მტრებზე არ ვლაპარაკობ, ზოგადად ვამბობ. ის კი არა, კომუნისტების დროს, ერთ-ერთ ცნობილ კგბ-ს გენერალს რომ ჰკითხეს, – თქვენი თანამშრომელია გურამ შარაძეო? – ხელები გაუსავსავებია, – გაგიჟდი, ხომ დაგვშალა შიგნიდანო?!
უფრო კარგი ისტორიაა, მაგრამ, სამწუხაროდ, დეტალები არ მახსოვს. ძია ნუგზარ (ნუგზარ ფოფხაძეს მიმართავს) ძალიან გთხოვთ, თქვენი მახვილი კალმით, ერთხელ დაგვიწეროთ ეს ფასდაუდებელი ისტორია “
კომენტარები