ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ევროპარლამენტარებთან ერთად ჩამოსვლას და მათ „დამცავ ფარად“ გამოყენებას აპირებდა.
„გარკვეულწილად გამართლდა ვარაუდი, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა ევროპარლამენტარებთან ერთად ჩამოსვლა და მათი დამცავ ფარად გამოყენება.
ვფიქრობ სტრასბურგში სააკაშვილმა სწორედ ამ ვარიანტს მოუსინჯა კბილი, და მიიღო შესაბამისი პასუხიც, რაც დიდწილად აჩვენებს ევროპის დამოკიდებულებას მის მიმართ,“ – წერს ანჯაფარიძე.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა.
კომენტარები