ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“რასაც მე ვაკვირდები, ერთ-ერთი, რაც ქართველებმა ვერაფრით ვერ გაიგეს, აი ვეეეეეეეერაფრის დიდებით ვერ გაიგეს (მიყვარს ორმაგი უარყოფა) ისაა, რომ დემოკრატია არ არის კომფორტის ზონა!
მენტალურად, სოციო-ფსიქოლოგიურად არ ესმით ეს ქართველებს.
ყოველ შემთხვევაში ამ სოციუმის უდიდეს ნაწილს.
იყო ერთი არასიმპათიური, თუმცაღა არც თუ უნიჭო პერსონაჟი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ერთხელ თქვა გენიალური რამ (ქართულად და ქართული საზრისულ-მეტაფორული `ინსტრუმენტალით`): დემოკრატია ლობიოობა არ არის!
ასეა ნამდვილად!
და სანამ ამას ქართველების კატეგორიული უმრავლესობა არ/ვერ გაიგებს, სანამ არ მიხვდება, რომ დემოკრატია კომფორტის ზონა არ არის; რომ სინამდვილეში თუ ის დემოკრატიაა, სწორედაც დისკომფორტია, მათ შორის ფსიქოლოგიური დისკომფრორტი და არა `სიკეთისა და ბოროტის`,`მტყუანისა და მართალის` მარტივი დისკურსი, რომ მუდმივი და ყოველდღიური სტრესია, დაძაბულობაა, დაპირისპირებაა, კაკაშკების განუწყვეტელი ურთიერთ-სროლაა…..და რომ ეს ყოველივე ნორმალურია, მანამ ამ ქვეყანაში ნამდვილ დემოკრატიას ვერ ავაშენებთ!”
კომენტარები