ფოტოკოლაჟი – მეტრონომი
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ იმ აბონეტების გადამოწმება დაიწყო, რომლებიც დასუფთავების გადასახადს არ იხდიან.
“მოსახლეობა ერთ გადავსებულ ურნას არ გვპატიობს და მაშინვე ფეისბუქზე ტვირთავენ ფოტოებს. ჩვენც მათგან ანალოგიურს ვითხოვთ. ვემსახურებით მათ და ვითხოვთ ამ მომსახურებისა გადაიხადონ.არავის არ ეხალისება სასამართლლში სიარული და არც ჩვენ. ვაფთხილებთ 2-ჯერ, 3-ჯერ, რომ დაფარონ დავალიანება. ეს არ არის ხუთი და ათი ლარი. უმრავლესობასთან დავალიანება არის დიდი რაოდენობით, მაგრამ რეაგირება მათი მხრიდან არის ნული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გვიხარია ვინმესთან რაიმე დავაში შევიდეთ, მითუმეტეს მოსახლეობასთან. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გვაქვს”, – განაცხადა გულიაშვილმა. მისი თქმით, დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, მერია სასამართლო დავას დაიწყებს.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თქმით, აბონენტების გაფრთხილება უკვე დაიწყეს.
“ვაპირებთ მოსახლეობის გადამოწმების დაწყებას, რა დროსაც ურჩი აბონენტები იქნებიან გაფთხილებულნი, როგორც წერილობით, ასევე სიტყვიერად. თუ კვლავ არ დაფარავენ დავალიანებას, საქმე გადაეცემა სასამართლოს და იქ გაგრძელდება დავა”, – აღნიშნა ლადო გოდელაძემ.
კომენტარები