ბლოგერი, გურამ შეროზია:
“ამასწინათ ერთ რესტარანში გავულანძღივართ, სულ ძვირიან რაღაცებს ცეცხლავსო და მერე ბარათით იხდის, თიფებს აღარ ტოვებს ეგ ძუნწიო
ჰოდა, მაინტერესებს:
ბანკის თანამშრომლებიც ხომ გვემსახურებიან იდეალურად, იმათაც უნდა გვთხოვონ თიფები?
ან ლექტორებმა მოვითხოვოთ ლექციის ბოლოს?
ან იდეეალურ მარკეტინგულ კამპანიას რომ დავუგეგმავ, კონტრაქტის იქით მოვითხოვო კიდევ ჩაკუჭვა?
ან ტურებს რომ ვგეგმავ, ყოველ საღამოს ვაკუჭინო ფუულები?
გადაცემაში რომ ვართ, გვიყურებთ და ერთობით, მანდაც თიფები გვეკუთვნის?
ზარა და ჰმ-ს კონსულტანტები ნაკლებ მომსაახურებას გვიწევენ?
აი მიმტანები და კურიერები რატომ არიან მხოლოდ დიდ გულზე? თან ჩვენთან, იქნებ დამსაქმებელ კომპანიას მოვთხოვოთ ხელფასები გაზარდონ და თავისი თანამშრომლების რჩენა ჩვენს ნამუსზე აღარ იყოს?
მით უმეტეს, მენიუში რომ წერია კერძს პლუს 15-20% მომსახურების და კიდევ რაღა თიფი? რა აზრის ხართ ამაზე?
პ.ს. თიფი ვინც ვერ გაიგო რა არის, თქვენს ენაზე chaiiiii”
კომენტარები