“ლელოს” წევრი, ლევან სამუშია, “ტვ პირველთან” ამბობს:
“უბედურება ხდება, ხალხო, ქვეყანაში, დღეს გვყავს 80 გარდაცვლილი ადამიანი კოვიდით. საერთოდ აინტერესებს ხელისუფლებას? ერთ ვაგონ, ერთ ვაგონ მიცვალებულს ყოველდღე ვაგზავნით საიქიოში საქართველოდან, ერთ ვაგონ მიცვალებულს ვაგზავნით და ესენი გამოდიან და გვეტრაბახებიან, ყველაფერი კარგად არისო.12 ათასს გადაცდა გარდაცვალებულები, უბედურება ხდება, გენოციდი ხდება და ამ ხელისუფლებას არაფერი აინტერესებს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ და და ამათი ძალაუფლების შენარჩუნება არის ის, რაც გუშინ ვნახეთ, პროვოცირება, წამოკიდება ადამიანების, რომ მერე დღეს კობახიძეს რაღაცა ეთქვა.
დღეს ვოლსკი საუბრობდა, ეს ბავშვური ძიძგლაობა იყოო და წინა ხელისუფლების დროს სხვანაირად იყოო… წინა ხელისუფლების დროს რა იყო კარგად ვიცი, 7 ნოემბერსაც რაც იყო, ეგაც ვიცი, ვოლსკი სად იყო მაშინ ეგ არ ვიცი, მაგრამ ბავშვული ძიძგილაობაა და ბავშვური მოფერება იყო 20 ივნისს ბავშვებს რომ თვალები დათხარეს? და 5 ივლისს ჟურნალისტებზე დაგეშილი ადამიანები… მე მახსოვს, ოპოზიციამ მოაწყო მსვლელობა და წყლის ჭავლის მანქანებს დააგორებდნენ და რაც კი გარნიზონი არსებობდა, ყველაფერი მოიყვანეს, 5 ივლისს სად იყვნენ პოლიციელები საერთოდ?”
კომენტარები