საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის გათამაშების მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ივნისში ოთხ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის 24 მაისიდან თბილისში შეიკრიბება.
საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას უეფას ერთა ლიგაზე 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ დინამო არენაზე ჩაატარებს. 5 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ივნისს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს. ივნისის ბოლო შეხვედრა 12 ივნისს, საქართველოსა და ბულგარეთს შორის თბილისში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა.
კომენტარები