• რეკლამა
  • კონტაქტი
19:13, პარასკევი, 23 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთად აღვნიშნავთ გამარჯვებას” – რას გეგმავს ენმ 31-ში რუსთაველზე

ალია ავტორი - ალია
20:14 10-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ 31 ოქტომბერს პარტია თბილისში აქციის გამართვას არ გეგმავს, თუმცა რუსთაველის გამზირზე მოსახლეობასთან ერთად დააკვირდება, როგორ შევა საარჩევნო ოქმები საარჩევნო კომისიაში და მათთან ერთად აღნიშნავს გამარჯვებას.

“მტკნარი ტყუილია, რომ ენმ 31 ოქტომბერს, 12 საათზე პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავს. “ქართულ ოცნებაში” ან წაკითხულის გააზრება არ შეუძლიათ, ან განგებ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში. მართლაც შესულია ჩვენი სახელით განაცხადი მერიაში 31 ოქტომბერზე, ოღონდ შეკრებას ვგეგმავთ არა დილის 12 საათზე, არამედ, საღამოს რვა საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება. ვგეგმავთ ერთად, მოსახლეობასთან ერთად ვადევნოთ თვალი, როგორ შედის საარჩევნო ოქმები საარჩევნო კომისიაში და, რაც მთავარია, ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება.

რაც შეეხება 12 საათს, 12:00-ზე მიდის ჩვეულებრივი ტექნიკური პერსონალი, რომელმაც უნდა ააწყოს სცენა და მოამზადოს საღამოსთვის, ამას სჭირდება 6-7 საათი და სწორედ ამიტომ არის განაცხადში მითითებული ეს დრო. ასე რომ, მოეშვით ამ ტყუილების ტირაჟირებას მუდმივად. გასაგებია, რომ ნერვიულობთ, სანერვიულო ნამდვილად გაქვთ იმიტომ, რომ 31-ში საქართველოს მოსახლეობა დაგემშვიდობებათ”,– თქვა უდუმაშვილმა ბრიფინგზე.

დღეს “ქართული ოცნების” ოფისში მამუკა მდინარაძემ  ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ენმ კენჭისყრის დღეს, 12:00 საათიდან, ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავდა პარლამენტის შენობასთან, რაც პარტიის მიერ მერიისთვის გაგზავნილი წერილით დასტურდებოდა.

თეგები: 2020 არჩევნებიენმზაალ უდუმაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved