ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,ივანიშვილი პრემიერის მეშვეობით მორიგჯერ დაგვცინის, ცალკე ჩვენ და ცალკე დასავლეთს. თუ ვინმე დაგვარწმუნებს, ე.წ. რუსულ კანონს გავაუქმებთო. (იმას არ ამბობენ რომ კვლავ შემოიტანენ როცა გაუხარდებათ.) ეს ვაჭრობის თემაა და მეც და სხვებიც ვწერდით ამას. თუმცა საქმე სხვაგვარადაა, ახლა ივანიშვილმა მსოფლიო უნდა დაარწმუნოს და პირველ რიგში ქართველი ხალხი, არჩევნები რომ არ მოჰპარა. ხვალ აშშ, მორიგ სანქციებს აცხადებს და ცალკე იმის შიშია, ვაი, თუ მაგ სანქციებში მოჰყვეს. ცალკე კიდევ კარვების – ანუ ხალხის. ახლა რაც ოცნებას სჭირს – წინ წყალი უკან მეწყერი ჰქვია მაგას. ერთადერთი რასაც ივანიშვილის გარჩენა შეუძლია დღეს და ახლა, ოპოზიციაა. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ მოხდება. იმედს კაცი არ მოუკლავს, თორემ ოცნება კლავს და ძარცვავს კიდეც.”
კომენტარები