ჟურნალისტი, ნატო გოგელია რომელსაც დღეს თავს დაესხა ალტ-ინფოს ის წევრი, რომელმაც გუშინ პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და რომელიც, შსს-ს გარდა, ლამის, ყველამ ამოიცნო, წერს:
“მეგობრებო, ყველას ძალიან დიდი მადლობა. მაპატიეთ, რომ პერსონალურად ვერც გწერთ და ვერც გპასუხობთ. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ხართ
ჯერჯერობით, ტელეფონი არ მაქვს და ვერ გპასუხობთ, არ მიწყინოთ ❣️
ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ ისაა, რომ გოგა მემარნიშვილის მიერ ვერ იდენტიფიცირებული მოძალადე აუცილებლად დაისჯება და ეს ქვეყანა რუსეთის გუბერნია არასდროს გახდება.”
ვინ არის პირი, ვინც ჟურნალისტს თავს დაესხა და რას წერდა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ნატო გოგელია
კომენტარები