ერთი ადამიანი დამისახელეთ “ქართული ოცნებიდან”, ვინც ლექსო ლაშქარავას სახლში მივიდა და ოჯახს მიუსამძიმრა – ამის შესახებ “ტვ პირველის” ხელმძღვანელმა, ვატო წერეთელმა, რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს.
სად არის კახა კალაძე, დედაქალაქის მერი, როცა ამხელა პროტესტია. იმის თავი თუ არ აქვს, რომ რუსთაველზე მოვიდეს, იქ მაინც ხომ უნდა მისულიყო, რომ სამძიმარი მაინც გამოეცხადებინა. ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა “ქართულ ოცნებაში”, ვინც ლექსოს დედას მიუსამძიმრა, ასეთი ხელისუფლება გვყავს დღეს”- თქვა წერეთელმა.
კომენტარები