თეონა ჭალიძე, რომელიც ხშირად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ პროექტებში, სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს და წერს:
უკვე 7 წელია, რაც ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი მეგობრები გიორგი ხაბეიშვილის თაოსნობით საქართველოში საახალწლოდ ბავშვებს ერთ განსაკუთრებულ და სამახსოვრო დღეს ჩუქნიან ყველა მშობლის და ბავშვის სახელით მადლობას და დადებით ემოციებს ვუგზავნით გიორგის, ეკას, ალეკოს, დათოს, ქეთის, იასონს, მეგის, გიორგის, სოფოს, ალეკოს, იას, ვახოს, თაკოს, აკაკის, მარის, ბადრის, მათეს, შურმანს, ციკოს, კახას. ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიკეთეს და სიხარულს. მუდამ გქონოდეთ სიკეთის კეთების შესაძლებლობა და სურვილი ყველას მე არ ვიცნობ და შორიდან გამოვხატავ მადლიერებას, ამიტომ მხოლოდ გიორგის მოვნიშნავ, როგორც ინიციატორსბავშვებმა და მშობლებმა ჯერ ციფრულ მუზეუმში საახალწლო პროგრამით ისიამოვნეს, შემდეგ ბავშვებმა ანიმაციური ფილმი ნახეს და ბოლოს სანტამ ნაძვის ხესთან საჩუქრები გადასცა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღოროგორც ყოველთვის ძალიან ემოციური დღე იყო, ყველაფერს სიტყვებით ვერც გადმოსცემ ადამიანი და არცაა საჭირო მაინც ყველაფერი პირადი და პერსონალური ამბავი და ისტორიაა.ერთს გამოვყოფ მხოლოდ, ერთი ბავშვი ზამთრის ქურთუკის არქონის გამო ვერ მოვიდა, (ღონისძიებამდე ნახევარი საათით ადრე გავიგე და რეაგირება ვერ მოვასწარი) მაგრამ იმავე საღამოს დავიწყე ზრუნვა, სანტას საჩუქარიც სახლში მიიღო ბავშვმა, მაგრამ რაღაც მეტი ყურადღება გვმართებს ყველას, კარგად მიმოვიხედოთ გვერდზე და მოვახერხოთ როგორმე, რომ სანამ დახმარებას გვთხოვენ, მანამდე ჩვენი ინიციატივითაც შევამჩნიოთ და წვრილმანი საჭიროებები მაინც მოვუგვაროთ ბავშვებსპს: გიზიარებთ რამდენიმე ფოტოს
თეონა ჭალიძე, კიდევ ერთ ფოტოს აზიარებს, უკვე ღონისძიებიდან სახლისკენ მიმავალი და წერს:
ბოდიშით ინტერიერისთვის მაგრამ, დაღლილი ვარ ფიზიკურად და ემოციურადაც და მარშუტკას ველოდებიპს: კაბინეტი როგორც ასეთი
კომენტარები