ფოტო – ტვ პირველი
“ტვ პირველი” “ვაშინგტონ პოსტზე” დაყრდნობით, წერს, რომ ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობა თბილისში ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიამ დაგეგმა.
მედია კონკრეტულ გვარსაც ასახელებს. შაჰრამ პურსაფი დღეს „ეფ ბი აი“-ს ძებნილთა სიაშია. ის ეჭვმიტანილია დონალდ ტრამპის მრჩევლის ჯონ ბოლტონის მკვლელობის მცდელობაშიც. დაქირავებულ მკვლელს 300 ათასი დოლარის სანაცვლოდ უნდა მოეკლა თეთრი სახლის მაღალჩინოსანი.
ვაშინგტონის შემდეგ პურსაფის კვალი საქართველოშიც გამოჩნდა. სამიზნე იციკ მოშე იყო. თბილისში მკვლელობის მცდელობისთვის პაკისტანის მოქალაქე დააკავეს.
ებრაელი ბიზნესმენი მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერაქტს საკუთარ საქმიანობას უკავშირებს.
ანალოგიური ვერსია აქვს იციკ მოშეს ჯონ ბოლტონთან დაკავშირებითაც, რომელიც ისრაელის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობდა, რის გამოც ტერორისტების სამიზნე გახდა.
კომენტარები