მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, მეგი გოცირიძე:
“წამლად რომ გინდოდეს, ავტორიტეტი არ ჰყავს ერს, ვისაც გაჰყვება, თორემ ერთი დაძახებაა საჭირო, რომ არსებული ოპოზიცია სრულად დაამხო და მარტივად შეცვალო ხელისუფლება, ასეთი მხოლოდ მიშაა და ამიტომაც არის ტყვეობაში, სხვა ყველაფერი არის ბლა, ბლა, ბლა და ტივტივი…. ჰოდა, ისიც მხოლოდ იმიტომ ტივტივებს, რომ არ იძირება, სხვა არაფერი სარგებელი არ აქვს მოტივტივე სიმყრალეს…
და ეს პოლიტიკური, მოტივტივე სიმყრალე არ იძირება მხოლოდ იმიტომ, რომ მოჭიდებას უკეთებს ისევ ტყვეობაში მყოფი ხმას რომ არ იღებს მარაზმზე, და იმაზე, რომ მაინც ერთიანობაო ჯიუტად ვამბობთ, ერთიანობაო მათთან, ვისთვისაც მიშას სიცოცხლე არ არის პრიორიტეტი?!
საკუთარი დღის წესრიგი არ ჰქონდეს განსაზღვრული ნახევარმილიონიან პარტიას, რომლის ლიდერიც ტყვეობაშია და 5 000 კაციან პარტიუკებს ტყვედ ჰყავდეს აყვანილი სრულიად პოლიტიკური მოტივტივე სიმყრალე- ვითარებაში, როცა ომში მყოფ ქვეყანას ცეცხლს უხსნის, ყოველდღიურად ისე იქცევა გიწვევს, რომ დაამხო და არ/ვერ აკეთებ ელემენტარულს, გულით მსურს მიშას ნახევარი წონისა და კალიბრის მქონე პოლიტიკოსი ან ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი, ოღონდ ავტორიტეტი არსებობდეს ქვეყანაში, ვისაც მიშასი ესმის, ვის დაძახილზეც გავიდოდა ერი ოპოზიციური ფლანგის დასამხობად და პოლიტიკური პროცესის სამართავად მიშას ინსტრუქციას მიჰყვებოდა…”
კომენტარები