გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“ნურასოდეს ნუ აღმოჩნდეს თქვენი შვილი საშინელ განსაცდელში, აგაცილოთ უფალმა და იღბალმა აი ეს გამოცდა.
დედაჩემმა ხატზე დაიფიცა, მიწას შევჭამ, შვილი აფხაზეთიდან ცოცხალი დამიბრუნდესო.
რამდენჯერმე მოუწია ჩემი თხოვნით სოფლის მღვდელს მისი დარწმუნება თუ ვერდარწმუნება, რომ უფალს მსხვერპლი არ სურსო.
როცა შევარდნაძემ ჩემი ძველი თანამებრძოლი ზვიადისტები, რომელთანაც მე უკვე კონტაქტი არ მქონდა, დაიჭირა და უსაშინლესი პერიოდი დაუდგათ მათ ოჯახებს, დედაჩემი ყველაფრით ეხმარებოდა რაც შეეძლო და სანამ შეეძლო, დაბრმავებამდე.
მერე ამ ხალხის ნაწილმა რომ 2012 წელს ,,მხარი იცვალა,, დედაჩემმა მკაცრად გამაფრთხილა არაფერი მეთქვა მათზე, რადგან,
შენო არ იცი ციხე რააო
შენ აფხაზეთში იქნება და სიცოცხლეს წირავდი, მაგრამ, თავის დაცვა შეგეძლოო.
ციხეში მყოფსო ეს არ შეუძლია და არ განსაჯოო.
ჩემი უახლოესი ადამიანი ერთი დღედაღამე იყო ციხეში.
რაღაცა შემთხვევით ნასვამ მდოგომარეობაში დაიჭირეს, ისეთი არაფერი და მან შეცდომით თქვა ,,მეო ამისი შვილი ვარო,,
ეს იყო შევარდნაძის 90იანი წლები.
მამაისი ძალიან ძალიან დიდი თანამდებობის პირი იყო, ანუ ჰქონდა ამ ჩემს უახლოეს ადამიანს ,,ზურგი,,
და ზუსტად ეს აღმოჩნდა მისთვის კატასტროფული.
კაგებე ეძებს კომპრომატებს,
კაგებე ცდილობს და ახერხებს რომ ადამიანი დააკნინოს.
ერთი დღეღამის მანძილზე ამ უდიდესი თანმდებობის პირის შვილს იმდენი ურტყეს ფეხის ქუსლებზე, რომ მერე სამი თვე ვმკურნალობდით ჩაშავებულ ფეხებს.
ალბათ ერთი დღეც და ხელს მოაწერდა თბილისიდან პეკინამდე გვირაბის თხრასაც და უცხოპლანეტელობასაც და საერთოდ ყველაფერს.
ვიღაცა მადლიანმა პოლიციელმა გააგებინა ოჯახს და
,,ბოდიშის, დიდი ბოდიშის მოხდით,, გამოუშვეს, უფრო სწორად ხელსი აყვანილი გამოიტანეს, სიარული არ შეეძლო.
ვიღაცა უბრალო რომ ყოფილიყო, გამოართმევდა პოლიცია ფულს, წამოარტყავდა წკიპურტს თავში და იქნებოდა სახლში ორ საათში.
იყო კაგებესთვის რაღაცა საჯიჯგნი და ჯიჯგნეს ეგრევე, იცოდნენ, დიდი ხანი არ ჰქონდათ დრო.
კაგებემ არ იცის ამისი და იმის ახლობელი და ჩემი და შენი მეგობარი.
ხარ საინტერესო? ყველანაერი ხერხი და ოინი და ზეწოლა მისაღებად ითვლება კაგებეს ციხეში.
ასეა კაგებეს ციხე და ნურავინ განსჯით ნურავის იმ არშინით, რითაც იზომება და განისჯება თავისუფალი ადამიანი.”
კომენტარები