“ალიაში” გამოქვეყნებულ დღევანდელ წერილს, კიდევ ერთი ექიმი, მარინა ბარათაშვილი–ქიმერიძე ეხმაურება და წერს:
“ერთი ერთში გავს ჩემს ისტორიას, მეც ექიმი გახლავართ, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არ გავეცით მოთხოვნილი მედიკამენტი, მაინც შემოვიდნენ და და მოითხოვეს ფაქტურები, სულ რაღაც კანონის შესვლიდან 1 თვეში, არანაირი ტრენინგები ფარმაცევტების, არანაირი გვერდში დგომა სამინისტროსი, ვითომდა ამ აბსურდულ კანონს ამოფარებული, მოსახლეობის ჯანრთელიბით შეჭირვებულები, ძაღლებივით შემოგვესიენ, ისედაც როგორი კონკურენციის პურობებში გვიწევს მუშაობა, მაგრამ ჩვენი პროფესიონალუზმით ვუწევთ კონკურენციას ბრენდულ აფთიაქებს, ეს არის ქვეყანა როცა შენი გონიერებით ცდილობ შექმნა სამუშაო ადგილები და ექიმს 40 წლიანი სტაჟით აჯარიმებ ქრ. ავადმყოფზე დანიშნული მედიკამენტის გამო, რატომ მაინცდამაინც ონლაინ რეცეპტი, დავიჯერო ჩვენზე მეტად შეგტკივათ გული? ეს არის ფარსი, ტყუილი, მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმების და ფულის გამოძალვის მიზნით დაწერილი კანონი, ევროპულ სტანდარტებს თუ ნერგავთ პენსიები და ხელფასებიც ევროპული სტანდარტებით დანიშნეთ, გვაცადეთ ჩვენ მაინც მივხედოთ თავს თქვენგან არაფერს მოვითხოვთ, სირცხვილია უბრალოდ 1ლარიანი ნიმესილის და 2 ლარიანი ცინარიზინის გამო, 1000 ლარიანი ჯარიმების გამოწერა !
ყველაზე მეტად ღირსებას რომ გილახავენ, ის არის საშინელება, მატერიალურ მხარეზე რომ არაფერი ვთქვა, ექიმს 40 წლის სტაჟით, ლამის ნახევარი ცხოვრება რომ გაქვს გატარებული აფთიაქში, რომ გაგიზრდია თაობები, დაღეჭილი გაქვს და უმაღლეს დონეზე ფლობ მედიკამენტების ჩვენებას და გვერდით მოვლენებს, მაინცდამაინც ონლაინ რეცეპტს რატომ ითხოვ? ტელეფონზე დარეკილ და დადგენილ დიაგნოზს ენდობი და მე არა, აქ რომ ვათენებ და ვაღამებ და მთელ უბნის მოსახლეობის პრობლემას 1000ჯერ უკეთესად რომ ვიცნობ ? რატომ მაინცდამაინც ონლაინ რეცეპტი თუ გამიზნულად, წინასწარვე არ არის ჩადებული, რომ ასეთი კანონი თავიდანვე განწირულია ცხოვრებაში გატარებისთვის და შესაბამისად აღმსრულებელიც არ ყავს ? ამიტომაც დაჯარიმებაც ადვილია. სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ სამარცხვინო, აბა მეტი რა დავარქვა 4ლარიანი წნევის დამწევის გაცემისთვის ექიმს რომ აჯარიმებ 1000ლ ით, ამას მეტი რა ქვია.”
კომენტარები