მოსკოვის პოლიციამ უშიშროების სამსახურის შენობასთან დააკავა ცნობილი რუსი რეჟისორი და კინოდოკუმენტალისტი ვიტალი მანსკი, რომელიც ლუბიანკაზე მარტომ მოაწყო საპროტესტო აქცია. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ФСБ-ს თანამშრომლებმა მოწამლეს
მანსკის ხელში ეჭირა ლურჯი ტრუსები, რომლის მსგავსიც ფიგურირებდა ნავალნის საუბარში ФСБ-ს თანამშრომელთან, კონსტანსტინ კუდრიავცევთან. დიდი ალბათობით, კუდრიავცევი მოწამვლის ოპერაციაში ერთ-ერთი საკვანძო მონაწილე იყო.
როცა რეჟისორს ჰკითხეს, რატომ გააკეთა ეს, მან უპასუხა – „სუფთა რომ ყოფილიყო“.
მანსკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დოკუმენტურ ფილმად ითვლება „პუტინის მოწმეები“. ის ამ ფილმით საქართველოშიც იმყოფებოდა 2019 წელს.
რეჟისორი მეუღლესთან ერთად რუსეთიდან ლატვიაში გადავიდა საცხოვრებლად. ეს მოხდა 2015 წელს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ გადაწყვეტილებას მანსკი ასე ხსნის – „ეს იყო ჩვენი ემოციური რეაქცია ყირიმის ანექსიაზე“.
კომენტარები