მალხაზ მაჩალიკაშვილი, კრემლის პროპაგანდისტის ვლადიმირ სოლოვიოვის განცხადებას ეხმაურება და წერს:
ერთი კითხვა მაქვს ყველა იმ ადამიანთან, ვინც წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდით რუსეთან ომის დაწყებაში, და დღეს ვითომ მშვიდობის მაძიებელი მონა ქართულ ოცნებას მინდა დაუსვა კითხვა, ასევე ყველა პრო რუს ძალას, რომელებიც პაარტიებად მოევლინეთ ამ ქვეყანას, მოსკოვის ინტერესების დასაცავად, წაიკითხეთ და მოუსმინეთ ამ დიდ ღორს იმ პატარა ღორებმა, ვინც დღესაც რუსეთს ესიყვარულებით, მე არ მაქვს საუბარი იმ ადამიანებზე ვინც წინა წლებში ეს რაღაც მიზეზების გამო ადანაშაულებდით სააკაშვილს და მის ხელისუფლებას, მე ვსაუბრობ დღევანდელ, პრორუს ძალებზე, აქ ამისი განცხადებაში ჩანს რა გეგმა ქონდათ მაშინ, აქ ამ განცხადებაში ჩანს ვინ დაესხა პირველი სუვერენულ ქვეყანას თავს და რატომ დაესხა, ამიტომაც ყველამ კარგად გაანალიზოს, და გაიაზრის, არის თუ არა პრო რუსი ძალები პარტიების სახით წარმოდგენილი ამ ქვეყანაში ჩასარეცხი?
ცნობისთვის, სოლოვიოვმა განაცხადა:
“2008 წელს რომ არ გავჩერებულიყავით, სომხეთში პრობლემები არ იქნებოდა. 2008 წელს საქართველოს პრობლემას მოვაგვარებდით და სახმელეთო საზღვარი გვექნებოდა სომხეთთან, სადაც ახლა სიტუაცია სრულად სხვანაირი იქნებოდა”
კომენტარები