ანი დვალიშვილი, ალია
ყველა სიკეთესთან ერთად, გაზაფხულიდან დაგეგმილია თამბაქოს აქციზზე ფასის კიდევ ერთხელ მომატება. რამდენიმე თვის წინ დავწერეთ, რომ 2022 წლის შემოდგომისთვის, ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი 10 ლარიდან უნდა დაიწყოს და ამისკენ ნელ-ნელა სვლას სწორედ გაზაფხულიდან დავიწყებთ.
გარდა იმისა, რომ თამბაქოს მოწევა აიკრძალა ტაქსებსა და კერძო ავტომობილებში (თუ არასრულწლოვანიც ზის), აკრძალვები კიდევ გაგრძელდება და სწორედ, თამბაქოსთან ბრძოლის სახელით, მოუმატებენ აქციზის ღირებულებას, აქაოდა, თქვენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავთო.
სინამდვილეში კი ყველამ იცის, რომ ფასის მატებით მწეველთა აბსოლუტური უმრავლესობა თუთუნზე გადადის და ფასის გამო, მოწევას თავს ძალიან ცოტა ადამიანი ანებებს.
გაზაფხულის შემდეგ, გეგმის მიხედვით მორიგი მატება მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში იქნება, ხოლო შემოდგომაზე მთავარი და დამრტყმელი – კოლოფის ფასი მინიმუმ 10 ლარი.
კომენტარები