ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა დღეს, 3 მაისს, უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას, თქვა:
“დღეს ერთი მესიჯი მაქვს თქვენთვის: უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინა თავისუფალი იქნება. რუსეთთან ბრძოლაში უკრაინულმა პატრიოტიზმმა და სამშობლოს სიყვარულმა – დაამსხვრია მითი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაუმარცხებლობის შესახებ”.
ცნობისთვის, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გახდა პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელმაც სიტყვით მიმართა უკრაინის პარლამენტს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
კომენტარები