საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა, TV იმედის ეთერში განაცხადა:
“ჩვენი პოზიცია იყო და არის, რომ უკრაინაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დროს ჩვენ მის ხელისუფლებას და მთავრობას შეძლებისდაგვარად არ ვაკრიტიკებთ, რადგან ეს ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში.
ასე რომ არ გავაკეთებდი მე კომენტარს არესტოვიჩზე და მის გამონათქვამებზე, ვფიქრობ, ეს სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანების მოწოდებებია. ერთი მხრივ, უკრაინელები აცხადებენ, ხელმძღვანელობა, რომ ისინი იგებენ ომს და მეორე მხრივ გარკვეულწილად ასეთ ხავსს ეჭიდებიან იმისთვის, რომ სადღაც გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინას ცოტა ამით შვება მიადგეს.”
კომენტარები