• რეკლამა
  • კონტაქტი
05:42, ორშაბათი, 26 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი მკვახე სიმართლე უნდა ვილაპარაკო” – უჩა აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
00:51 02-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,021

ბლოგერი, უჩა აბაშიძე, რომელიც ამჟამად საპატიმროშია, სოციალურ ქსელში, წერილს აქვეყნებს:

ერთი მკვახე სიმართლე უნდა ვილაპარაკო, რომელიც სინამდვილეში ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია, თორე ისევ თავს შევიკავებდი, როგორც აქამდე ვიკავებდი.
და მაგალითად მოვიყვან მეგობარს, რომელიც უკვე რამდენი წელია იბრძვის ჩემთან ერთად და ბოლო 2 თვეა ფეხი არ მოუცვლია რუსთაველიდან და 2 ტონა ჯარიმაც დააკისრეს მგონი და ყველაფერი. იმას გიხსნით, რო “ცუდი“ კი არ არის ან განსხვავებული რამეთი, ყველას გეხებათ, ერთნაირად.
1 კვირის წინ, ფორტოჩკიდან ღრიალით მოვიხმე ბადრაგი და ვთხოვე დასარეკად გაყვანა. კი, განზრახ ვუსვამ ამ დრამას ხაზს. ასე ხდება აქედან დარეკვა. 20 წუთშიო. ნახევარი საათის მერე მოვიდა, ახსნა ჩემს კარებს ცხრაკლიტული და გამიყვანა დასარეკად, “2-3 წუთი ოღონდ, ბევრს უნდა დღეს დარეკვა.“
ავკრიფე ნომერი. დაკავებაა. ბადრაგს “აუ მაპატიე“ სახით ვუყურებ, რო ტელეფონს პროსტა ვაცდენ. ვრეკავ ახლიდან. გავიდა!
მიპასუხა! – მეთქი პრივეტ შჩ, უჩა ვარ, ციხიდან … მე კარგად, შენ? – ძაან კაი. მოკლედ, ცოტა დრო მაქ, რაზე გირეკავ.
და ავუხსენი რო ჩემს ადვოკატს მინდა შეხვდეს რაღაც საქმეზე.
ოღონდ დროზე ვქნათო რა. მეთქი არაა კაცო საჩქარო, როცა შეძლებ. არაო, კაკ რაზ დროზე მინდაო, ეხლა გუდაურში ვარ, ხვალ ჩამოვდივარ, ზეგ და მერე უკან უნდა ამოვიდე და რო მოვასწროო. მეთქი ა! უი! კი! – დავემშვიდობე, სასწრაფოდ დავურეკე ადვოკატს.
გგონიათ რამე მომიკვდა შიგნი? – უიმე არა კაცო, მე 10 თვეა აკ ვარ უკვე. მე აქ ვიყავი თქვენ რო ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე დადიოდით და ზეიმობდით, მე აქ ვიყავი – ყველა რაგბის მატჩისას ბოლო 10 თვეში, აქ ვიყავი ზღვაზე რო იყავით, აქ ვიყავი ახალი ფილმი რო გამოვიდა და პოპკორნის რიგში იდექით. ცოცხალი ნერვი აღარ მაქვს მე, არ იფიქროთ ამაზე – დავკიდე ყურმილი და მარტო იმაზე ვფიქრობდი, როგორ მოვუსწრო, რო გუდაურს და გუდაურს შორის, ძაან ხელი არ შევუშალო.
ეს ის დროა, მზია 30 დღეა შიმშილობს, ანდრო 2 თვეზე მეტია ციხეშია (ანდრო, ზვიადი, ვეფხია, საბა …). ალბათ არც ერთი მათგანი, ჯერ, ამაზე არ დაწერს, ხოდა მე ხო ისედაც “ცუდი“ ვარ, ხოდა მოდით მე ვიტყვი – იმიტო რო ასე დაიღუპა ბელარუსიც და რუსეთიც. თანაც ზუსტად ასე.
ანდრო რო შემოიყვანეს, მაშინ გრძლად ვებაზრე. ძაან შემართებით იყო და, მეთქი პირველად მაშინ დაგენძრევა – რო დაინახავ რო “ცხოვრება სხვებისთვის გრძელდება“ და შენ, აქ, “ვიხმაურეთ, არ გამოვიდა“-ს გამო ბეტონის კედელს მიასკდი მეთქი.
თქვენ გგონიათ ანდროს, ზვიადის ან მზიას გრძნობებზე გესაუბრებით? – არა, მეგობრებო.
თქვენს საკუთარ გრძნობებზე გესაუბრებით და მაგან დაღუპა რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგობის მოძრაობები, თავის დროზე.
მთავარი ნგრევა თქვენს გულშივე ხდება – როცა გუდაურს გეგმავთ, ან ნიცას, ან რამე სხვა ჟრიამულს. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ამას ხო ვერც გავიგებთ, არა? მთავარი მანდ ხდება თქვენს გულში, როცა დღეს აქციაზე წასვლას აპირებ და ზეგ “ფრენა გაქ – პარიზში“ – და გულში უშვებ იმ აზრს რო – მოდი ცოტა ხნით მივალ და განზე ვიდგები – ეხლა არ დამიჭირონო.
და იქვე, შენ გინდა – არ გინდა, იაზრებ – რო, ალბათ, ეხლა აქ მყოფ სხვებსაც ასევე აქვთ სასიამოვნო გეგმები – და ისინიც სუ “უკან ნაბიჯზე“ ფიქრში იქნებიანო. მე ეხლა, სახლისკენ მიმავალს, მასკიანები მომვარდებიან და სხვებისთვის ცხოვრება as usual გაგრძელდება, მე კი კისერში გადამტვრეულივით დავრჩები (მაგას გავს ციხე, ეგ ემართება შენს ცხოვრებას).
მთავარი ნგრევა, თქვენივე თავისთვის “ცოტა დავისვენო“-ს უფლების მიცემით, თქვენსავე თავში ხდება. მერე იქ, სადაც ხართ – ხო ხვდებით აქციის სხვა მონაწილეებსაც? – და ორივემ გულში იცით, რო დამნაშავე ხართ “რაღაცაში“, და მერე ერთმანეთს ამართლებთ “აი, ისიც ხო აქაა, რა მოხდა, მე რესეტი მჭირდებაო“.
სინამდვილეში თითოკაცდებით ასე. შენ რო იცი “რა ქენი“ – ხვდები, რო სხვაც იზამს ალბათ, და ვერც განსჯი – შენ ხო ქენი?! და ნუ რა? ვსიო? ბიძინას რუსეთში, – ვაგრძელებთ ცხოვრებას – as usual? – რამე ბუნდოვანია? – რამე არ დაგანახეს რა ხდება და რა ქნეს?
სულ რამდენიმე ნაბიჯია – იქედან, რო დაინახავ, რო სხვები “ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან, ეტყობა“ – იქამდე რო დაასკვნა “მე აქ ჩვეულებრივად ვერ ვიცხოვრებ, ამიტომ წავალ ქვეყნიდანო“. და მორჩა, იხუვლებს და მოხდება რაც ბელარუსში და რუსეთში.
ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო – რო თავისუფალმა თეატრმა – “დაასრულა ჩვეული ცხოვრება“. ანდროსთვის კი არ იყო, მხოლოდ. მნიშვნელოვანია ეგ – ცხოვრების გაწირვა, რო ან ვიგებთ – ან ცხოვრება ჩერდება! იმიტო რო მართლა დაგისრულათ ცხოვრება ქოცმომ – პროსტა ცხოვრების ნარჩენ ნამცეცებს ეთამაშებით, დროებით, და სინამდვილეში – მარტო იტოვებთ თავს და გული ტყდება, თქვენი საკუთარიც და სხვებისაც. მინიმუმ ვინც “იქ“ შეგხვდება და ორივე მიხვდებით რო – აი, სხვამაც “პაუზა აიღო“ – 1 ნაბიჯია მაქედან “კაი, ხო, წავედით მაშინ აქედან“-მდე.
და დარჩება აქ ბიძინას რუსეთი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved