ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,1. არ ვიცი რითი გარდაიცვალა ის ბავშვი და ვიზირებ ოჯახის მწუხარებას?
2 ფენტანილზე დავწერე 100 და ახალს ვერაფერს ვიტყვი
3 არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება
4 მძიმე სინტეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს
5 შეცვალეთ კანონი და მომხმარებელს და დამოკიდებულ ადამინებს კი ნუ დასდევთ და უმწარებთ ცხოვრრბას დაეხამრეთ და იზრუნეთ მასზე
6 ზიანის შემცირებას მიხედეთ და ზიანი შეამცირედ რაც ნარკოტიკს მოაქვს , კაღალდზე კი არა რეალობაში გაკეთეთ რამე
7 იფორმაცია გავრცელეთ ახალგაზრდებში რა ნარკოტიკებია და რა საფრთხე ელით
8 შექმენით ადრეული შეტყობინების სისტემა !!!
9 ჩატარეთ კვლევა რა ნარკოტიკია შავ ბაზარზე
10 გახსენით ინტოქაციური ფსიქოზების მწვავე განყოფილება დიდ ქალაქებში
სადაც რეანიმატოლოგები ფსიქატრები და ნარკოლოგები იმუშავებენ
11 სასწრაფო დახამრებას ჩაუტარეთ ტრენინგები ახალ ფსიქოატიურ ნივთიერებებით გამოწვეული მდგოამრეობის მართვის
…………..
და ასე შეიძლება გავრგძელო ძაან დიდ ხანს იმ პრობლემებზე რაც დარგშია უბრალოდ დაწერის აზრსაც ვერ ვხედავ.
,იმდენია დღეს ამ დარგში ექსპერტი და გადაწყვეტილების მიმღები და მკურნალი რომ თვლაც ამერია და უამრავი სხვა და სხვა პროფესის ექიმი რომელიც დაჟინებული მზერით და კიდე რა მეთოდებით მკურნალობს ადამინებ გაურკვევლია ასე,რომ მე ჯობია სხვა სფეროში გადავიდე:(”
კომენტარები